დონჩიჩის ბენეფისი და მამუკელაშვილის 6 მოხსნა - ლეიკერსმა საკრამენტო დაამარცხა | VIDEO
7 საათის წინ
კალათბურთი
1 წთ
საკრამენტო ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარულ სეზონში ლოს ანჯელეს ლეიკერსს დაუპირისპირდა და 103:116 დამარცხდა.
ლეიკერსს ამჯერადაც ლუკა დონჩიჩმა ულიდერა, რომელმაც მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და 40 ქულასთან ერთად, 9 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. რაც შეეხება სანდრო მამუკელაშვილს - ლეიკერსის ქართველმა ლეგიონერმა პარკეტზე 18 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 2 ქულა, 6 მოხსნა და 1 ასისტი გაიფორმა.
NBA-ის რეგულარული სეზონის 9 ტურის შემდეგ, ლოს ანჯელეს ლეიკერსი 7 მოგებითა და 2 მარცხით, დასავლეთ კონფერენციის მესამე პოზიციაზე იმყოფება.