Belive

დიდი დანაკლისი ბრუკლინს?! - კევინ დურანტი ტრავმირებულია

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ში დღის ცენტრალური მატჩი მაიამიში გაიმართა, სადაც "მაიამი" "ბრუკლინს" დაუპირისპირდა და 101:102 დამარცხდა.

მატჩის MVP (საუკეთესო მოთამაშე) კაირი ირვინგი გახდა, რომელმაც "ბრუკლინის" გამარჯვებაში ლომის წვლილი შეიტანა. მის ანგარიშზე 29 ქულა (6 ჩაგდებული სამქულიანი), 1 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა იყო.

30 წუთი ითამაშა ბრუკლინელთა ლიდერმა - კევინ დურანტმა, რომლის ანგარიშზეც 17 ქულა, 5 მოხსნა და 2 ასისტი იყო. დურანტი ბევრად მეტს ითამაშებდა, რომ არა ჯიმი ბატლერთან შეჯახება და მიღებული ტრავმა.

სწორედ ამ შეჯახების შემდეგ ვეღარ შეძლო დურანტმა თამაშის გაგრძელება. "ბრუნკლინმა" მატჩის მიმდინარეობისთანავე დაადასტურა ის ინფორმაცია, რომ დურანტი მატჩს მარჯვენა მუხლის ტრავმის გამო ვეღარ გააგრძელებდა.

ტრავმის ზუსტი სირთულე საბოლოო სამედიცინო გამოკვლევების შემდეგ დადგინდება.

შეგახსენებთ, რომ კევინ დურანტი მიმდინარე სეზონში MVP-ს კანდიდატია. მიმდინარე სეზონში, 34 წლის კალათბურთელი საშუალოდ 29.7 ქულას აგდებს.

სხვა სტატიები