Belive

დიდებული დებიუტი - მამუკელაშვილის ორმაგი დუბლი მილოუკიში

2 წლის წინ კალათბურთი
2 წთ

დღეს, გამთენიისას, "მილოუკი ბაქსის" რიგებში სანდრო მამუკელაშვილის დებიუტი შედგა. საზაფხულო ლიგის პირველი თამაში ქართველი კალათბურთელის გუნდმა "ლოს ანჯელეს კლიპერსთან" გამართა და 81:78 მოიგო სანდრომ დღევანდელ თამაშში პარკეტზე 29 წუთი გაატარა. ამ დროში 22 წლის კალათბურთელმა ორმაგი დუბლი შეასრულა - 11 ქულა, 12 მოხსნა (6 შეტევაში). გარდა ამისა, მამუკელაშვილმა მონაგარს 4 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება შესძინა. შეგახსენებთ, რომ სანდრო მამუკელაშვილი "ბაქსმა" დრაფტზე 54-ე ნომრად აირჩია. შემდეგ თამაშს საზაფხულო ლიგაზე "მილუოკი"  12 აგვისტოს, "ბრუკლინის" წინააღმდეგ გამართავს.

სანდროს ეფექტური გადაცემა 

იდეალური დაცვა, დაფარება და მოხსნა 

ეფექტური ჩატენვა მამუკელაშვილისგან 

მორიგი ულამაზესი გადაცემა 

სხვა სტატიები