Belive

დეტროიტმა NBA-ის ყველა დროის ანტირეკორდი გაიმეორა

3 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში ,,დეტროიტ პისტონსი'' ,,ბოსტონ სელტიქსთან'' სტუმრად ოვერტაიმში, ანგარიშით 122:128 დამარცხდა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 108:108 დასრულდა.

მონტი უილიამსის გუნდი მეორე მეოთხედის ბოლოსკენ მეტოქეს 21 ქულით უგებდა, თუმცა ,,პისტონსმა'' უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლო.

,,დეტროიტმა'' მიმდინარე სეზონში ზედიზედ 28-ე შეხვედრა დათმო, რაც NBA-ის ისტორიაში ყველა დროის ყველაზე ცუდი შედეგია (საუბარია არა მხოლოდ ერთ სეზონზე).

აქამდე ანტირეკორდის ავტორი ,,ფილადელფია სიქსერსი'' იყო, რომელმაც 2014-2015 წლების სეზონიდან 2015-2016 წლების სეზონის ჩათვლით, ასევე ზედიზედ 28 მატჩი წააგო.

,,პისტონსი'' მომავალ შეხვედრას კვირას, 31 დეკემბერს, ,,ტორონტო რეპტორსის'' წინააღმდეგ საკუთარ არენაზე გამართავს და სეზონში მესამე გამარჯვების მოპოვებას ეცდება.

სხვა სტატიები