Belive

დემიენ ლილარდს ბრწყინვალე პირველი ტაიმი ჰქონდა | მილუოკიმ პლეი ოფის პირველი მატჩი მოიგო

1 კვირის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ს პლეი ოფის პირველი შეხვედრა ყველა გუნდმა ჩაატარა, პირველი ტურის ერთ-ერთი ბოლო მატჩი "მილუოკი ბაქსსა" და "ინდიანა პეისერს" შორის გამართული დაპირისპირება იყო, მილუოკელებმა საკუთარ არენაზე მეტოქე გუნდი 94:109 დაამარცხეს.

დღევანდელი შეხვედრა საოცრად გამორჩეული იყო "ბაქსის", კონკრეტულად კი დემიენ ლილარდის ბრწყინვალე თამაშით, ამერიკელმა კალათბურთელმა პირველ ტაიმში 35 ქულა ჩააგდო და შეხვედრა საბოლოოდ ქულების ამ მაჩვენებლით დაასრულა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მთლიანად "ინდიანამ" პირველ ტაიმში 42 ქულის ჩაგდება მოახერხა.

პლეი ოფში ეს დემიან ლილარდისთვის თავის კარიერაში მესამე პირველი ტაიმი იყო 30 ან მეტი ქულით. 1997/98 წლების შემდეგ ასეთი შედეგიანი პირველი ტაიმი არავის ჰქონია, 2-ჯერ დევინ ბუკერს ჰქონდა 30+ და ასევე ორჯერ ლებრონ ჯეიმსს.

დემიენ ლილარდზე ერთადერთი ქულით უკეთესი შედეგი პასკალ სიაკამიმ დააფიქსირა, მან 36 ქულით და 13 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა. კრის მიდლტონმა მიითვალა ორმაგი დუბლი 23 ქულა და 10 მოხსნა, ისევე როგორც ბობი პორტისმა, მას 15 ქულა და 11 მოხსნა ჰქონდა.

სხვა სტატიები