Belive

დელტა საქართველოს ჩემპიონია!

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატის 2018-19 წლების სეზონის გამარჯვებული "დელტა" გახდა. მარნეულის კლუბმა გადამწყვეტ, მეხუთე შეხვედრაში "ქუთაისს" სტუმრად 4 ქულით, 82:78 მოუგო და საქართველოს ჩემპიონობა პირველად მოიპოვა. "ქუთაისმა" პირველ ტაიმში მეტოქე 43:40 დაამარცხა, თუმცა "დელტამ" მესამე პერიოდში უპირატესობა მოიპოვა და შეხვედრა გამარჯვებამდე მიიყვანა. სტუმართა მხრიდან მატჩის საუკეთესო მოთამაშე საბა ლობჯანიძე გახდა, რომელმაც 25 ქულა და 8 მოხსნა დააგროვა. "ქუთაისს" აკაკი დვალიშვილის ორმაგმა დუბლმა ვერ უშველა - საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა 26 ქულა ჩააგდო და ბურთი 15-ჯერ მოხსნა. აღსანიშნავია, რომ "დელტამ" სეზონში ქუთაისურ კლუბს სტუმრად 3-ჯერ მოუგო.

სხვა სტატიები