Belive

დანილო გალინარი მილუოკი ბაქსში ითამაშებს

2 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ვეტერანმა იტალიელმა კალათბურთელმა, დანილო გალინარიმ, რომელსაც თავისუფალი აგენტის სტატუსი აქვს, "მილუოკი ბაქსში" თამაში გადაწყვიტა. ამის შესახებ კალათბურთელის აგენტმა ამერიკულ მედიასთან ისაუბრა. გალინარის ბაქსთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე იქნება ძალაში.

იტალიელის გადაბირებას განსაკუთრებით "კლიპერსი" და "კავალიერსი" ცდილობდნენ, თუმცა დანილომ მილუოკი აირჩია, ამის მიზეზად ის სახელდება, რომ მას ძალიან კარგი ნაცნობობა აქვს ბაქსის ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელთან, დოკ რივერსთან. რივერსი და დანილო ერთად "კლიპერსში" იყვნენ. ამის გარდა, მედიის ცნობით, იტალიელმა ტექნიკური სამსახურისგან გარანტიებიც მიიღო, რომ როტაციაში მისი ადგილი აუცილებლად იქნება. მილუოკი აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე პოზიციაზეა, მათ 35 მოგება და 20 მარცხი აქვთ.

გალინარი კარიერაში საშუალოდ 15.2 ქულას და 4.7 მოხსნას აგროვებს, მას უთამაშია "ნიუ იორკ ნიქსში", "დენვერ ნაგეტსში", "ლოს ანჯელეს კლიპერსში", "ოკლაჰომა სიტი ტანდერსა" და "ატლანტა ჰოუქსში".