Belive

დანიელ გაფორდის შესანიშნავი სტატისტიკა და ლუკა დონჩიჩის სამმაგი დუბლი | დალასმა ჩიკაგო დაამარცხა

1 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში "დალას მავერიქსმა" "ჩიკაგო ბულსი" დიდი ანგარიშით 127:92 დაამარცხა.

ბოლო 4 მატჩი დანიელ გაფორდისთვის გამორჩეული იყო, ამერიკელმა დღეს გამართულ შეხვედრაში თამაშიდან 9-დან 9 ბურთი ჩააგდო და 20 ქულა დააგროვა, ზოგადად ეს შესანიშნავი სერია მან 5 მარტს დაიწყო, მაშინ 7-დან 7 ჰქონდა ჩაგდებული, შემდეგ 5-დან 5, ისევ 7-დან 7 და დღეს უკვე მის აქტივში 9-დან 9 ზუსტად შესრულებული ბურთი იყო. დანიელ გაფორდს ბოლო 4 შეხვედრაა თამაშიდან ბურთი არ აუცილებია და მას 100%-იანი მაჩვენებელი აქვს, მისი 28 ნასროლიდან 28 ზუსტი აღმოჩნდა.

შესანიშნავი მატჩი ჰქონდა ლუკა დონჩიჩსაც, რომელმაც სამმაგი დუბლი შეასრულა, მან 27 ქულა, 14 ასისტი და 12 მოხსნა მიითვალა. სლოვენიელმა კალათბურთელმა "დალას მავერიქსის" ისტორიაში ზუსტად შესრულებული სამიანებით ჯეისონ ტერის გადაასწრო და მის წინ მხოლოდ დირკ ნოვიცკია.

მატჩის მიმოხილვა

სხვა სტატიები