Belive

"ჩვენი უპირველესი მიზანი ჯგუფიდან გასვლაა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ" - დუდა სანაძე

3 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მე-2 შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრები იტალიასთან 78:62 დამარცხდა.

მატჩის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა ქართველმა კალათბურთელმა დუდა სანაძემ:

თავიდანვე ძალიან დიდი ენერგიის დახარჯვა მოგვიწია, რომ ჩამორჩენა აღმოგვეფხვრა, სწორედ ეს იყო ერთერთი მიზეზი, რის გამოც ბოლომდე თამაში გაგვიჭირდა. დაღლილობის გამო მატჩის მეორე ტაიმი კარგი არ გამოგვივიდა, ფიზიკურად ასეთი ინტენსივობის თამაშში ძალიან დავიღალეთ, ეს იყო დაღლის ბრალი და არა ტაქტიკის.

მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივარს, რომელიც მთელი მატჩის განმავლობაში არ გაჩერებულა და მათგან ძალიან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობდით.

ამ დამარცხებით არაფერი არ იცვლება, ძალიან დიდი შანსი გვაქ ჯგუფიდან გასვლის, რაც ჩვენი უპირველესი მიზანია და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ბრძოლა გრძელდება! - დუდა სანაძე - საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელი

საქართველოს ეროვნული ნაკრები მომდევნო შეხვედრას, ხვალ საბერძნეთის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 16:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები