,,ჩემი მეგობარი სნაიპერია'' - იტალიის ნაკრების მწვრთნელი ანტეტოკუნმპოზე
3 თვის წინ
კალათბურთი
1 წთ
იტალიის საკალათბურთო ნაკრების მთავარს მწვრთნელს, ჯანმარკო პოცეკოს, საბერძნეთთან მატჩის წინ, იანის ანტეტოკუნმპოზე ჰკითხეს:
,,როგორ ვაპირებთ იანისის შეჩერებას? ჩემი მეგობარი სნაიპერია... მას დარბაზის სახურავზე დავაყენებთ. ალბათ, ამას პირველ მეოთხედში გავაკეთებთ, შესაბამისად, იანისი მე-2, მე-3 და მე-4 მეოთხედებში ვეღარ ითამაშებს (იცინის). ჩემი მეგობარი ნამდვილად კარგი სნაიპერია...
ანტეტოკუნმპოს შესაჩერებლად ეს ერთადერთი ვარიანტია, რაც გუნდის წევრებსაც შევთავაზე. სხვა გზა არ არსებობს! ის NBA-შია შეუჩერებელი და როგორ ფიქრობთ, მის გაჩერებას ჩვენ შევძლებთ?'' - ჯანმარკო პოცეკო
საბერძნეთისა და იტალიის შეხვედრა, რომლებიც საქართველოს ნაკრების ჯგუფში არიან, დღეს, 28 აგვისტოს, 22:30 საათზეა ჩანიშნული.