Belive

ბურჯანაძის ბეტისი დამარცხდა | ბექამ გუნდს 9 ქულა მოუტანა

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში მეოთხე წრის შეხვედრები გაიმართა. ACB ლიგაში კიდევ ერთი ქართველი კალათბურთელის, ბექა ბურჯანაძის გუნდი, "რეალ ბეტისიც" ასპარეზობს, რომელთა მეტოქეც "ბრეოგანი" გახლდათ. "რეალ ბეტისს" გასვლით მატჩში "ბრეოგანის" წინააღმდეგ საკმაოდ წარუმატებელი შეხვედრა გამოუვიდა, რომელიც მასპინძელთა 32-ქულიანი უპირატესობით, ანგარიშით 97:65 დასრულდა. ქართველმა ლეგიონერმა პარკეტზე 17 წუთი და 7 წამი გაატარა, რა დროშიც საკუთარ გუნდს 9 ქულა, 4 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მოუტანა. "ბეტისი" ACB ლიგის 18-გუნდიან ცხრილში, მე-16 პოზიციას იკავებს. მათ ანგარიშზე 4 მატჩიდან მხოლოდ ერთი გამარჯვებაა. ბურჯანაძის გუნდს მომდევნო შეხვედრა 10 ოქტომბერს, საკუთარ არენაზე, "ბარსელონას" წინააღმდეგ აქვს ჩანიშნული.  

სხვა სტატიები