Belive

ბრიტნი გრინერი რუსეთის ციხიდან გაათავისუფლეს | კალათბურთელმა საპატიმროში 10 თვე გაატარა

1 წლის წინ კალათბურთი
2 წთ

ამერიკელი კალათბურთელი, WNBA-ს ვარსკვლავი და ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ბრიტნი გრინერი თავისუფალია.

განცხადება თავად აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გაავრცელა. მისი თქმით, სპორტსმენი უსაფრთხოდაა და უკვე სახლში ბრუნდება.

აღნიშნული ინფორმაცია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც დაადასტურა. რუსული საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გაცვლა აბუ დაბიში მოხდა და ბუტი უკვე სახლში დაბრუნდა.

ბრიტნის რუსეთის ფედერაციის ციხეში ათი თვის გატარება მოუწია. საბოლოოდ, ის იარაღით მოვაჭრე, მეტსახელად "სიკვდილის ვაჭარი", ვიქტორ ბუტში გაცვალეს. მოლაპარაკებები საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა და რუსული მხარე მისი პოზიციების დათმობას არ აპირებდა. სიტუაცია ყველაზე მეტად მაშინ დაიძაბა, როდესაც სპორტსმენი სასჯელაღსრულების კოლონიაში გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის სასამართლომ WNBA-ს ვარსკვლავს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რაც მისი სასამართლო პროცესის ლოგიკური დასასრული იყო.

ამ დროს კალათბურთელთან დაახლოებული პირები აცხადებდნენ, რომ გრინერი, მზად იყო მკაცრი სასჯელისთვის. კალათბურთელი იმასაც შიშობდა, რომ რუსეთი არ აპირებდა მოლაპარაკებების დაწყებას მისი აშშ-ში ექსტრადირების საკითხზე. ეს ერთადერთი შანსი იყო რუსული სასამართლოსგან თავის დასაღწევად. თავად კალათბურთელი ამბობდა, რომ წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ მარიხუანის ის მცირე რაოდენობა, რომელიც მას თან ჰქონდა პრობლემას შეუქმნიდა. ბრიტნი თავიდანვე თვლიდა, რომ მისი კონტრაბანდის მუხლით დაკავება უსამართლო იყო.

სხვა სტატიები