Belive

ბოსტონმა სერია დახურა, დალასი კლიპერსთან დაწინაურდა

2 კვირის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის აღმოსავლეთ კონფერენციის პლეი-ოფის მე-5 შეხვედრაში ,,ბოსტონ სელტიქსმა'' ,,მაიამი ჰიტს'' უმასპინძლა და 34-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 118:84 დაამარცხა. შედეგად, ჯო მაზულას გუნდმა სერიაში 4:1 იმარჯვა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

,,სელტიქსს'' 25 ქულით, 6 მოხსნითა და 2 შედეგიანი გადაცემითა ჯეილენ ბრაუნმა ულიდერა. ორმაგი დუბლი გაიფორმა ჯეისონ ტეიტუმმა - 16 ქულა, 12 მოხსნა, 3 ასისტი და 1 დაფარება.

,,მაიამის'' შემადგენლობაში 23 ქულით, 6 პასით, 5 მოხსნითა და 2 ჩაჭრით ბემ ადებაიო გამოირჩა.

დასავლეთ კონფერენციაში ,,დალას მავერიქსმა'' ,,ლოს ანჯელეს კლიპერსს'' სტუმრად 123:93 მოუგო და სერიაში წინ გაიჭრა (3:2).

მორიგი გამორჩეული მატჩი ჩაატარა ლუკა დონჩიჩმა, რომელმაც 35 ქულას, 10 ასისტს, 7 მოხსნასა და 1 ჩაჭრას მოუყარა თავი. 14 ქულა, 6 პასი, 4 მოხსნა და 2 ჩაჭრა იყო კაირი ირვინგის ანგარიშზე.

,,კლიპერსის'' რიგებში 15 ქულით, 11 მოხსნითა და 4 შედეგიანი გადაცემით საუკეთესო პოლ ჯორჯი იყო.

შაბათს, 4 მაისს, ,,დალასი'' ,,კლიპერსს'' საკუთარ დარბაზში უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში, სერიას დახურავს.

სხვა სტატიები