Belive

ბოსტონმა პრინციპულ შეხვედრაში მაიამი დაამარცხა

11 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალის მე-4 შეხვედრაში, "მაიამისა" და "ბოსტონის" დაპირისპირება შედგა. მაიამიში, "Kaseya Center"-ში გამართული პრინციპული მატჩი, მასპინძელთა მარცხით, 99:116 დასრულდა.

სტუმრად მოპოვებული უმნიშვნელოვანესი გამარჯვების შემდეგ, "ბოსტონმა" სერიაში ანგარიში შეამცირა (3:1). გუნდების მორიგი დაპირისპირება ბოსტონში, 26 მაისს გაიმართება.

"სელტიქსის" გამარჯვებაში ლომის წილი გუნდის ლიდერმა - ჯეისონ ტეიტუმმა დაიდო, რომელმაც 33 ქულასთან ერთად, 11 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. "მაიამის" ჯიმი ბატლერმა ულიდერა (29 ქულა, 9 მოხსნა, 5 ასისტი). კარგი თამაშის მიუხედავად, ბატლერმა "ჰიტი" მარცხისგან ვერ იხსნა.

სხვა სტატიები