Belive

ბოსტონმა ისტორია ვერ დაწერა - ფინალში მაიამი იასპარეზებს

10 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალის მე-7 შეხვედრაში, "ბოსტონისა" და "მაიამის" დაპირისპირება შედგა.

ბოსტონში, "TD Garden"-ში გამართულ შეხვედრაში, ფავორიტის სტატუსით "სელტიქსი" სარგებლობდა - განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც "ბოსტონმა" სერიაში 0:3 ჩამორჩენა აღმოფხვრა და NBA-ს ისტორიის დასაწერად ბრწყინვალე შანსი მიეცა.

NBA-ს ისტორიაში არასდროს მომხდარა შემთხვევა, როდესაც გუნდი პლეი-ოფში 0:3 მარცხდებოდა და სერიის შემობრუნება შეძლო - გამონაკლისი არც "TD Garden"-ში გამართული მატჩი გახდა, რომელშიც "ბოსტონი" 84:103 დამარცხდა. "მაიამის" კვლავ ჯიმი ბატლერმა ულიდერა, რომელმაც 28 ქულის, 7 მოხსნისა და 6 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო. "ბოსტონის" ყველაზე შედეგიანი მოთამაშე ჯეილენ ბრაუნი გახდა (19 ქულა, 8 მოხსნა, 5 ასისტი).

"ბოსტონის" ბარიერის გადალახვის შემდეგ, (4:3) "მაიამი" ფინალში იასპარეზებს, სადაც ნიკოლა იოკიჩის "დენვერს" დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები