Belive

ბოსტონმა დაძაბულ ბრძოლაში გაიმარჯვა

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) პლეი-ოფის შეხვედრაში, "ატლანტასა" და "ბოსტონის" დაპირისპირება შედგა. ატლანტაში, "State Farm Arena"-ზე გამართული სანახაობრივი მატჩი, მასპინძელთა მარცხით 120:128 დასრულდა.

"ატლანტას" მაისურით გამორჩეული მატჩი ჩაატარა ტრეი იანგმა, რომელმაც პარკეტზე გატარებულ 40:19 წუთში 30 ქულის, 3 მოხსნისა და 10 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო. "ბოსტონს" ჯეილენ ბრაუნმა (32 ქულა, 5 მოხსნა, 2 ასისტი) და ჯეისონ ტეიტუმმა (30 ქულა, 14 მოხსნა, 7 ასისტი) ულიდერეს.

ატლანტაში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, "ბოსტონმა" სერიაში 4:2 გაიმარჯვა და საჩემპიონო ბრძოლას განაგრძობს.

სხვა სტატიები