Belive

ბოსტონ სელტიკსმა NBA-ის ისტორიაში ყველაზე მაღალი კალათბურთელი დაიმატა

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში საკმაოდ ბევრი ცვლილებაა, თუმცა ამ ეტაპზე მედიის ყურადღება "ბოსტონ სელტიკსმა" მიიპყრო. ტაკო ფოლი 23 წლის კალათბურთელია, რომლის სიმაღლეც 231 სანტიმეტრს უტოლდება, ეს მაჩვენებელი თავის წილად იაო მინის სიმაღლეს 3 სანტიმეტრით აღემატება. თუ გადავხედავთ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ყველაზე მაღალი კალათბურთელების ჩამონათვალს პირველ ორ ადგილს 231 სანტიმეტრიანი კალათბურთელები იყოფენ, მომდევნო სეზონიდან ამ სტატისტიკური მაჩვენებლის სათავეში ტაკო ფოლიც მოგვევლინება, რომელიც ცნობილი უცხოური მედიაგამოცემის "Bleacher"-ის თანახმად "ბოსტონ სელტიკსის" წევრი გახდა. ტაკო ფოლი თითო თამაშში საშუალოდ 7.2 ქულას, 4 მოხსნას და 1.4 ბლოკშოტს უყრის თავს. ტაკო თამაშის განმავლობაში პარკეტზე საშუალოდ 12.6 წუთს ატარებს, ასევე აღსანიშნავია, რომ მისი სროლის სიზუსტე 77.3%-ს უტოლდება. გასულ სეზონში ტაკო ფოლის საშუალო სტატისტიკური მონაცემები ასეთია - 10.1 ქულა, 7.7 მოხსა, 2.4 ბლოკი. კონტრაქტის ზუსტი დეტალები ამ ეტაპისათვის ჯერ კიდევ უცნობია.

სხვა სტატიები