Belive

ბითაძის 3 ქულა და 5 მოხსნა - ორლანდო კვლავ დამარცხდა

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, "ორლანდოსა" და "იუტას" დაპირისპირება შედგა. ორლანდოში, "Amway Center"-ში გამართული უხვქულიანი მატჩი მასპინძელთა მარცხით, 124:131 დასრულდა.

"ორლანდოს" რიგებში სათამაშო დრო მიეცა გოგა ბითაძეს, რომელმაც პარკეტზე გატარებულ 20:45 წუთში 3 ქულის, 5 მოხსნისა და 2 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო.

აღსანიშნავია, რომ "ორლანდო" ზედიზედ მესამე შეხვედრაში დამარცხდა. მომდევნო მატჩს ფლორიდელები 12 მარტს, "მაიამის" წინააღმდეგ გამართავენ.

სხვა სტატიები