Belive

ბითაძის 20 წუთი და 12 ქულა - ქართველი ცენტრის ყველაზე შედეგიანი მატჩი ორლანდოში

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის რეგულარული გათამაშების მორიგ შეხვედრაში "ორლანდო მეჯიქი" "მილოუკი ბაქსს" საშინაო კედლებში დაუპირისპირდა და - 123:134 დამარცხდა.

მასპინძელთა შემადგენლობაში სათადარიგოთა სკამიდან პარკეტზე საქართველოს ნაკრების ცენტრი, გოგა ბითაძე შევიდა და მთლიანობაში 20:16 წუთი ითამაშა, ამ დროში მან 12 ქულის, 8 მოხსნის, 2 შედეგიანი გადაცემისა და 1 ჩაჭრის მოგროვება მოახერხა.

ბითაძისთვის, რომელიც "ორლანდოს" მცირე ხნის წინ, "ინდიანა პეისერსიდან" შეუერთდა, ეს რიგით მეოთხე და ჯერჯერობით ყველაზე შედეგიანი მატჩი იყო.

"ორლანდოს" 66 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ 27 გამარჯვება და 39 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 პოზიციას იკავებს. შემდეგი შეხვედრა გუნდს კვლავაც მასპინძლის რანგში, "იუტა ჯაზის" წინააღმდეგ, 10 მარტს ელოდება.

სხვა სტატიები