Belive

ბითაძე ინდიანასთან ერთად ვერ ვარჯიშობს - გოგას ზურგის ტრავმა აქვს

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
"ინდიანა პეისერსი" საზაფხულო ლიგისთვის გოგა ბითაძის გარეშე ემზადება. გუნდის ოფიციალური განცხადების თანახმად, ქართველმა კალათბურთელმა ზურგის ტკივილის გამო ორი ვარჯიში გამოტოვა. ჯერჯერობით უცნობია, მოახერხებს თუ არა გოგა მომდევნო თამაშებში მონაწილეობის მიღებას. "ინდიანა პეისერსი" საზაფხულო ლიგის პირველ შეხვედრას 9 აგვისტოს, "ვაშინგტონის" წინააღმდეგ გამართავს. აღნიშნული ტურნირი 22 წლის ქართველი ცენტრისთვის უმნიშვნელოვანესია. ბითაძე ლიგაში მესამე სეზონს იწყებს, თუმცა პირველ წელს საზაფხულო ლიგა ვიზის პრობლემების გამო გამოტოვა, გასულ წელს კი გათამაშება კორონავირუსის გამო არ ჩატარებულა. "ინდიანა პეისერსი" ბითაძის ჯანმრთელობის შესახებ განახლებულ ინფორმაციას, სავარაუდოდ, დღეს გაავრცელებს.

სხვა სტატიები