Belive

ბილბაოსთან მოგებულ მატჩში შერმადინმა ორმაგი დუბლი გაიფორმა

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

ესპანეთის ACB ლიგის 28-ე ტურში ,,ტენერიფემ” ,,ბილბაო” სტუმრად 23-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 83:60 დაამარცხა.

,,ტენერიფეს” შემადგენლობაში 19 წუთამდე ითამაშა საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრმა, გიორგი შერმადინმა, რომელმაც 17 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა.

შერმადინმა 6-დან 4 ორქულიანი და 12-დან 9 საჯარიმო ჩააგდო. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი 25 შეადგინა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო მაჩვენებელია.

,,ტენერიფე” 30 ტურის შემდეგ, 21 მოგებითა და 8 მარცხით სატურნირო ცხრილის მეოთხე პოზიციაზეა.

შერმადინის გუნდი ACB ლიგის მომავალ შეხვედრას 29 აპრილს, ,,გრანადას” წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები