betlive კალათბურთის სამოყვარულო ლიგის ნაკრები Master World Cup 2025-ზე იასპარეზებს
8-13 აპრილს, ხორვატიის ქალაქ ომიშში, ვეტერანებს შორის საკალათბურთო ტურნირი Master World Cup 2025 გაიმართება, სადაც betlive კალათბურთის სამოყვარულო ლიგის ნაკრები იასპარეზებს.
ტურნირის ფორმატიდან გამომდინარე, მატჩები ოთხი 7-წუთიანი პერიოდისგან შედგება, ძირითადი დროის ფრედ დასრულების შემთხვევაში კი 2-წუთიანი ოვერტაიმი ინიშნება. თითოეულ გუნდს უფლება აქვს, რომ განაცხადში ჰყავდეს მხოლოდ 1 მოთამაშე, რომელიც რეგლამენტით განსაზღვრულ ასაკზე 5 წლით ახალგაზრდაა. ასევე, აქტიური მოთამაშეები, რომლებიც სეზონის განმავლობაში საკუთარი ქვეყნის პირველ და მეორე ლიგაში ასპარეზობდნენ, ტურნირზე არ დაიშვებიან.
betlive კალათბურთის სამოყვარულო ლიგის ნაკრები 10 მოთამაშისგანაა დაკომპლექტებული და 40+ (1984 წელს და უფრო ადრე დაბადებულები) კატეგორიაში შეეცდება ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას.
betlive კალათბურთის სამოყვარულო ლიგის ნაკრები
ნიკოლოზ ცქიტიშვილი
ზურაბ ბადრიძე
დავით არწივიძე
ირაკლი შანიძე
მამუკა ჩხაიძე
ირაკლი ბაქრაძე
დავით ბარბაქაძე
ვახტანგ მინაშვილი
მიხეილ ამაშუკელი
ვახტანგ გოგუაძე