Belive

betlive კალათბურთის სამოყვარულო ლიგის A დივიზიონის ფინალისტების ვინაობა ცნობილია

10 თვის წინ კალათბურთი
4 წთ

"ბეთლაივი" კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართული სპორტის ფინანსური და მედია მხარდაჭერა კომპანიის სტრატეგიის უცვლელი ნაწილია. კომპანიის ხედვით, კერძო სექტორის ჩართულობა სპორტის განვითარებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მატარებელია და, შესაბამისად, "ბეთლაივი" როგორც პროფესიონალური, ასევე სამოყვარულო სპორტის განვითარების თანამონაწილეა.

ქართული სპორტის მხარდაჭერის პროცესში, არა მხოლოდ პროფესიონალურ - არამედ სამოყვარულო დონეზე "ბეთლაივის" აქტიური ჩართულობის ერთ-ერთი ნათელი დასტური betlive კალათბურთის სამოყვარულო ლიგაა, რომელიც ახალგაზრდებსა და ვეტერან კალათბურთელებს შესაძლებლობას აძლევს დაკავდნენ ცხოვრების ჯანსაღი წესით და სამოყვარულო დონეზე თამაშით განიტვირთონ.

betlive კალათბურთის სამოყვარულო ლიგის რეგულარული სეზონის დასრულების შემდეგ, პლეი-ოფში გასული გუნდების ვინაობა გახდა ცნობილი. საუკეთესო 8 გუნდმა ასპარეზობა პლეი-ოფში განაგრძო, სადაც გულშემატკივარმა სანახაობრივი მატჩები იხილა.

პლეი-ოფში გასული გუნდები

  1. "ლიბერთი"
  2. "ბრუკლინის აკადემია"
  3. "რაჭ-ლეჩხუმი"
  4.  "არწივები"
  5. "ზაზა ფაჩულიას" აკადემია"
  6. "თიბისი დაზღვევა"
  7. "სლ.უ"
  8. "მობურთალი"

პლეი-ოფის საწყის ეტაპზე, განსაკუთრებით დაძაბული დაპირისპირება "რაჭა-ლეჩხუმსა" და "თიბისი დაზღვევას" შორის გაიმართა. პირველი შეხვედრა "რაჭა ლეჩხუმის" გამარჯვებით (73:65) დასრულდა, თუმცა, მეორე მატჩში "თიბისი დაზღვევამ" მეტოქის 14-ქულიანი სხვაობით (55:41) დამარცხება შეძლო და სერიაში გამარჯვება მოიპოვა.

არანაკლებ საინტერესო მატჩები გაიმართა "ბრუკლინის აკადემიასა" და "სლ.უ"-ს შორის. ამჯერადაც გამარჯვებული ბურთების უკეთესი შეფარდებით გამოვლინდა. "ბრუკლინის აკადემიამ" პირველი მატჩი 80:87 დათმო, თუმცა, მეორე შეხვედრაში მეტოქე 19-ქულიანი სხვაობით (58:77) დაამარცხა და პლეი-ოფში ასპარეზობის გაგრძელების უფლება მოიპოვა.

"ზაზა ფაჩულიას აკადემიამ" პირველ შეხვედრაში 20-ქულიანი უპირატესობით (69:89) გაიმარჯვა, ხოლო მეორე მატჩში მხოლოდ 12 ქულით (53:65) დამარცხდა, რის შედეგადაც "არწივების" ბარიერი გადალახა.

betlive კალათბურთის სამოყვარულო ლიგის ერთ-ერთმა გამორჩეულმა გუნდმა, რომელმაც წლევანდელი რეგულარული სეზონი პირველ ადგილზე დაასრულა, პლეი-ოფში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. "ლიბერთიმ" "მობურთალი" ორივე შეხვედრაში სოლიდური უპირატესობით დაამარცხა. "ლიბერთისა" და "მობურთალის" პირველი დაპირისპირება 89:68, ხოლო მეორე მატჩი 109:81 დასრულდა.



1/4-ფინალურ ეტაპზე მოპოვებული გამარჯვებების შედეგად, ნახევარფინალში გასული 4 გუნდის ვინაობა გახდა ცნობილი. 1/2-ფინალში, "ბრუკლინის აკადემია" - "თიბისი დაზღვევას", ხოლო "ლიბერთი" – "ზაზა ფაჩულიას აკადემიას" დაუპირისპირდა.

პირველ მატჩში "ბრუკლინის აკადემიამ" მეტოქე სოლიდური სხვაობით 81:54 დაამარცხა. "ბრუკლინის აკადემია" მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდა და შეიძლება ითქვას, რომ ტაბლოზე ლოგიკური შედეგი დაფიქსირდა.

რაც შეეხება "ლიბერთისა" და "ზაზა ფაჩულიას" აკადემიას შორის გამართულ პირველ მატჩს - გუნდებმა ერთმანეთს უშეღავათო ბრძოლა გაუმართეს და დაპირისპირება გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. საბოლოოდ, "ლიბერთიმ" 2-ბურთიანი სხვაობით, 68:66 გაიმარჯვა.

1/2-ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩები 4 ივნისს გაიმართა, რის შემდეგაც ფინალში გასული გუნდების ვინაობა გახდა ცნობილი. "ბრუკლინის აკადემიამ" "თიბისი დაზღვევა" ამჯერადაც დამაჯერებლად დაამარცხა (90:68) და ფინალის საგზური მოიპოვა. "ზაზა ფაჩულიას აკადემიამ" "ლიბერთი" 4-ქულიანი სხვაობით (76:72) დაამარცხა, რის შედეგადაც ფინალში იასპარეზებს.

betlive კალათბურთის სამოყვარულო ლიგის A დივიზიონის ფინალში "ბრუკლინის აკადემიისა" და "ზაზა ფაჩულიას აკადემიის" დაპირისპირება შედგება.

სხვა სტატიები