Belive

ბექა ბურჯანაძემ ორმაგი დუბლი შეასრულა და მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა

4 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ესპანეთის მე-2 ლიგა LEB Gold-ში ბექა ბურჯანაძის "ლეიმა კორუნამ" “მელილა" 97:82 დაამარცხა.

ქართველ კალათბურთელს ორმაგი დუბლი ჰქონდა, ბექა ბურჯანაძე მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე 20:07 წუთი გაატარა. ქართველმა ფორვარდმა 13 ქულა, 11 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. ბექამ 4-დან ერთი ორქულიანი, 6-დან 3 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

"ლეიმა კორუნას" რაფაელ ბარუეტამ 23 ქულით ულიდერა, თუმცა სარგებლიანობით საუკეთესო ბურჯანაძე იყო და მატჩის MVP-ის ტიტულიც ქართველს გადასცეს.

"ლეიმა კორუნა" 13 მოგებით და 4 მარცხით მე-2 ადგილზეა.

სხვა სტატიები