Belive

ბექა ბურჯანაძე ლეიმა კორუნას მარტის თვის საუკეთესო მოთამაშეა

1 კვირის წინ კალათბურთი
1 წთ

ბექა ბურჯანაძე "ლეიმა კორუნას" მარტის თვის საუკეთესო მოთამაშეა. ქართველმა კალათბურთელმა ამ სეზონში მეექვსე ჯილდო მოიპოვა. კლუბის სოციალური ქსელების მეშვეობით "ბასკეტ კორუნას" გულშემატკივრებმა მას ყველაზე მეტი ხმა მისცეს. ბექამ კენჭისყრით ინგუს იაკოვიჩს და გორან ჰუსკიჩს გაადასწრო.

ქართველმა კალათბურთელმა ჯილდოს მოგების შემდეგ გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა:

ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მარტის თვის საუკეთესო კალათბურთელად დამასახელეს, მაგრამ ეს არა მხოლოდ ჩემი მუშაობის, არამედ ჩემი დიდი შრომის შედეგია. ეს ყველაფერი მოდის რა თქმა უნდა თანაგუნდელებიდან, სამწვრთნელო შტაბიდან და ჩვენი გულშემატკივრებიდან, რომლებიც ყოველთვის ჩვენს გვერდით არიან და აუცილებლად იქნებიან სეზონის ბოლომდე.

შემდეგ ტურში "ოვიედოს" წინააღმდეგ თამაშზე კონცენტრირება ძალზე მნიშვნელოვანია, ეს იქნება ძალიან რთული თამაში, მაგრამ ჩვენ ვაპირებთ ყველაფერი გავაკეთოთ და იქ მოვიგოთ. - ბექა ბურჯანაძე

"ლეიმა კორუნა" ესპანეთის მეორე ლიგაში 55 ქულით (24 მოგება, 7 მარცხი) ერთპიროვნული ლიდერია. შემდეგ შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 27 მარტს "ოვიედოს" წინააღმდეგ გამართავს.