Belive

ბათუმმა ჩემპიონთა ლიგის შესარჩევ ეტაპზე შვეიცარიის ჩემპიონი დაამარცხა

4 კვირის წინ კალათბურთი
1 წთ

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის შესარჩევი ეტაპის პირველ რაუნდში საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა, ბათუმმა შვეიცარიის ჩემპიონი - ფრიბურ ოლიმპიკი 1-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 86:85 დაამარცხა.

ქართული გუნდი უპირატესობას მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდა, თუმცა მე-4 მეოთხედი დაძაბული გამოდგა და ბოლო წამებში ანგარიში თანაბარიც (83:83) კი იყო.

ბათუმს 17 ქულით, 10 შედეგიანი გადაცემითა და 2 მოხსნით გიორგი ოჩხიკიძემ ულიდერა. სწორედ ოჩხიკიძემ ჩააგდო მატჩის მიწურულს გარდამტეხი სამქულიანი.

მომდევნო ეტაპზე ბათუმის მეტოქე ორადეასა (რუმინეთი) და აეკ ლარნაკას (კვიპროსი) წყვილში გამარჯვებული იქნება.