Belive

ბასკონიასთან შეხვედრაში შერმადინი საკუთარ გუნდში საუკეთესო იყო

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში გიორგი შერმადინის “იბეროსტარ ტენერიფემ” მორიგი შეხვედრა გამართა და მძიმე ბრძოლაში დამარცხდა. ACB ლიგის 23-ე ტურში “იბეროსტარ ტენერიფემ” "ბასკონიას" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში ორქულიანი სხვაობით ანგარიშით 79:81 წააგო. მიუხედავად წაგებული მატჩისა, ქართველი ცენტრი საკუთარი გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო, შერმადინმა პარკეტზე 31:36 წუთი გაატრა, რა დროშიც 17 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი და 6 ჩაჭრა მიითვალა. შერმადინმა 10-დან 5 ორქულიანი და 9-დან 7 საჯარიმო ჩააგდო. "ბასკონიასთან" განცდილი მარცხის შემდგომ შერმადინის "ტენერიფეს" 22 ჩატარებულ შეხვედრაში 17 გამარჯვება აქვს და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე იმყოფება. მე-3 ადგილს "ბასკონია" იკავებს, მე-2 ადგილზე "ბარსელონაა", ხოლო პირველზე  "რეალი". შემდეგ მატჩს შერმადინის გუნდი 28 თებერვალს "ობრადოიროს" წინააღმდეგ გამართავს.  

სხვა სტატიები