Belive

ბასკონია შენგელიასთან დაკავშირებით უცნაურ ინფორმაციას ავრცელებს

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
მოსკოვის "ცსკა"-ს ქართველი კალათბურთელი - თორნიკე შენგელია, კვლავ "ბასკონიას" მაისურით ითამაშებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია "ბასკონიას" ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსდა. ესპანური საკალათბურთო კლუბის ვებ-გვერდზე განთავსებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, "ბასკონიამ" შენგელიას კონტრაქტში არსებული 23.T პუნქტი აამოქმედა, რის შედეგადაც ქართველი კალათბურთელი "ალბას" წინააღმდეგ ბერლინში გასამართი მატჩის შემდეგ, ესპანეთში უნდა ჩავიდეს და "ბასკონიასთან" ერთად ივარჯიშოს. "ბასკონიასთან" ვარჯიშის შემდეგ, შენგელია "ცსკას"-ს წინააღმდეგ ითამაშებს - თუმცა რუსული საკალათბურთო გრანდის მოთხოვნით, შენგელია "ბასკონიას" მაისურით პარკეტზე მხოლოდ 1 ტაიმს დაჰყოფს. 28 დეკემბერს ესპანეთის მოსახლეობა "el Día de los Santos Inocentes"-ს დღესასწაულს აღნიშნავს - ეს არის კათოლიკური დღესასწაული, რომელმაც დროთა განმავლობაში ტრანსფორმაცია განიცადა და თანამედროვეობას მოერგო. აღსანიშნავია, რომ "el Día de los Santos Inocentes"-ს დღესასწაული "საპირველაპრილო ხუმრობების" ერთგვარი ნაირსახეობაა. შესაბამისად, შენგელიას თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და "ბასკონიას" ხუმრობას წარმოადგენს.

სხვა სტატიები