Belive

basketnews: კამარ ბოლდუინი მიუნხენის ბაიერნში ითამაშებს

4 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

BasketNews-ის წყაროს ცნობით, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრი, კამარ ბოლდუინი, ბაიერნ მიუნხენში გადასვლას უახლოვდება.

მოსალოდნელია, რომ 27 წლის გამთამაშებელი ბაიერნის ერთ-ერთი მთავარი დამატება გახდება, გერმანული კლუბი, სეზონის დაწყებამდე, მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის.

ბაიერნი კარსენ ედვარდსმა, ნიკ უაიელერ-ბებმა და შაბაზ ნეიპირმა დატოვეს. მათ უკვე გააფორმეს კონტრაქტები ქსავიერ რეტან-მეისთან და როკას იოკუბაიტისთან, ბოლდუინი გუნდის მესამე ახალწვეული იქნება.

ბოლდუინს ბასკონიამ კონტრაქტი აღარ გაუგრძელა. კალათბურთელმა კი 2026 წლამდე არსებული შეთანხმება გაწყვიტა და ბაიერნის შემოთავაზებას დათანხმდა. ევროლიგის გასულ სეზონში, ბოლდუინი 21 წუთში 7.1 ქულას, 1.7 მოხსნას და 3.7 პასს აგროვებდა.

სხვა სტატიები