Belive

ბარსელონა ეფესთან დამარცხდა | თორნიკემ 14 წუთი ითამაშა

2 კვირის წინ კალათბურთი
1 წთ

ევროლიგის მე-12 ტურის შეხვედრაში ბარსელონა ანადოლუ ეფესთან 74:73 დამარცხდა.

თორნიკე შენგელიამ 13:35 წუთი ითამაშა, რა დროშიც 4 ქულა (5-დან 1 ორქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო), 3 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.

მატჩში ყველაზე მეტი 16 ქულა იან ვესელიმ ჩააგდო, 14 ქულა ჰქონდა აიზია კორდინიეს.

ბარსელონა ევროლიგის ცხრილში 7 მოგებით და 5 მარცხით მე-7 პოზიციაზეა. მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 23 ნოემბერს ესპანეთის ჩემპიონატის ეგიდით, გრან კანარიას წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები