Belive

ბანკი: ,,თუ გავითვალისწინებთ, რომ მატჩის სტარტზე შენგელია გამოგვაკლდა, მოგება კიდევ უფრო ხაზგასასმელია''

2 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

,,ვირტუსის'' მთავარმა მწვრთნელმა, ლუკა ბანკიმ, ,,ვალენსიასთან'' მოგებულ მატჩზე ისაუბრა. იტალიელმა სპეციალისტმა ყურადღება ევროლიგის ახალ ფორმატზეც გაამახვილა, რომლის ფარგლებშიც კალათბურთელებს ეროვნულ ნაკრებში თამაშის უფლება ეძლევათ:

,,ძალიან რთული თამაში გამოვიდა, როგორც მოსალოდნელი იყო, მეტოქემ აგრესიულად ითამაშა. მცირეხნიანი მომზადების გამო, ორივე გუნდი ამ მატჩამდე ბევრი კითხვის ნიშნით მოვიდა.

უპირველეს ყოვლისა, ვალენსიასთან უპირატესობის მოპოვებას ვზეიმობთ, რადგან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სტუმრად მათთან 8 ქულით დავმარცხდით. თუ გავითვალისწინებთ, რომ მატჩის სტარტზე თორნიკე შენგელია დავკარგეთ, ეს გამარჯვება კიდევ უფრო ხაზგასასმელია.

ევროლიგის ახალი ფორმატი? ვიმეორებ, რომ ძალიან ბევრს ვთამაშობთ, რაც ტრავმების ალბათობას ზრდის. ჩემი აზრით, ეს ფორმატი კალათბურთელებს არ იცავს და თამაშის ხარისხზეც უარყოფითად მოქმედებს. რა თქმა უნდა, ისინი ეროვნულ ნაკრებში თამაშით ამაყები არიან, მაგრამ განრიგი დასვენების საშუალებას არ იძლევა. არ ვიცი, ღირს თუ არა ამდენი მატჩის ჩატარება მოთამაშეების ჯანმრთელობის ხარჯზე. ჩემთვის ეს ფორმატი არ მუშაობს. - ლუკა ბანკი

ევროლიგის 27-ე ტურში ,,ვირტუს ბოლონიამ'' ,,ვალენსიას'' უმასპინძლა და 13-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 87:74 დაამარცხა. მატჩის პირველივე მეოთხედში თორნიკე შენგელიამ ტრავმა მიიღო და პარკეტი ნაადრევად დატოვა.

,,ვირტუსი'' 17 მოგებითა და 10 მარცხით სატურნირო ცხრილის მე-4 პოზიციაზეა. ბანკის გუნდი ევროლიგის მომავალ შეხვედრას 8 მარტს, ,,ოლიმპიაკოსთან'' სტუმრად გამართავს.

სხვა სტატიები