Belive

არგენტინის საკალათბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატს მიღმა დარჩა

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში, არგენტინისა და დომინიკელთა რესპუბლიკის დაპირისპირება შედგა. მარ დელ პლატაში გამართული მატჩი ორივე ნაკრები გუნდისათვის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელი გახლდათ, რადგან სასწორზე მსოფლიო ჩემპიონატის საგზური იდო.

ყველასათვის მოულოდნელად, არგენტინის კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები პრინციპულ შეხვედრაში 75:79 დამარცხდა. საშინაო მარცხის შედეგად, არგენტინა მუნდიალს მიღმა დარჩა. აღსანიშნავია, რომ 1982 წლის შემდეგ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც არგენტინის საკალათბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ მიიღებს მონაწილეობას.

არგენტინას ნუგეშად მხოლოდ ერთი შესაძლებლობა ჰქონდა დარჩენილი. იმისათვის, რომ არგენტინელები მსოფლიო ჩემპიონატზე საუკეთესო მე-4 ადგილოსნის სტატუსით მოხვედრილიყვნენ, ბრაზილია აშშ-სთან უნდა დამარცხებულიყო, თუმცა ბრაზილიამ გადახალისებული შემადგენლობითა და უმოტივაციოდ მოთამაშე აშშ 83:76 დაამარცხა და არგენტინას უკანასკნელი შანსიც მოუკლა.

View this post on Instagram

A post shared by FIBA Basketball World Cup (@fibawc)

სხვა სტატიები