Belive

Air Alamo-მ სანდრო მამუკელაშვილი წლის აღმოჩენად დაასახელა

11 თვის წინ კალათბურთი
2 წთ

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და "სან ანტონიოს" ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშის - სანდრო მამუკელაშვილის შესახებ, ამერიკული მედია დადებით კონტექსტში საუბარს არ წყვეტს.

მამუკელაშვილის შესახებ ამჯერად Air Alamo-მ ისაუბრა. გამოცემა ქართველ ვარსკვლავს ვრცელ სტატიას უძღვნის და მას წლის აღმოჩენად ასახელებს.

"მიუხედავად იმისა, რომ "სან ანტონიოში" მხოლოდ 1 თვე ითამაშა, მან გულშემატკივრების - მათ შორის ჩემი გული უკვე მოიგო. ჯერ კიდევ G-ლიგაში, "ვისკონსინის" მაისურით ასპარეზობის დროს წარმოაჩინა, რომ უდიდესი პოტენციალი გააჩნია. "სან ანტონიოს" რიგებში ჩატარებულ 17 შეხვედრაში, მამუ საშუალოდ 11 ქულასა და 7 მოხსნას აგროვებდა, რითიც ნათლად დაგვანახა, რომ დიდებული კალათბურთელია. ზოგიერთმა კრიტიკოსმა შეიძლება აღნიშნოს, რომ მამუს ასეთი კარგი სტატისტიკა იმ გარემოებამ განაპირობა, რომ ცუდ გუნდში მოხვდა, მაგრამ, როდესაც ის პარკეტზეა, მუდამ პოულობს შესაძლებლობას, რათა საკუთარი თავი და თანაგუნდელები მომგებიან პოზიციაში წარმოაჩინოს. მამუს შეუძლია ბრწყინვალედ ითამაშოს ფარზე, გააკეთოს შესანიშნავი პასები და დამაჯერებლად წაიღოს ბურთი - ნაცნობი სიტუაციაა? არ ვიძახი, რომ სანდრო მამუკელაშვილი ახალი იოკიჩია, მაგრამ შესაძლოა, ის "სპურსისთვის" კარგი მოთამაშე გახდეს.

შესაძლოა მამუკელაშვილზე ბევრმა იკითხა, თუ საიდან მოვიდა ეს ბიჭი? სწორედ ეს გარემოება აქცევს მას "წლის აღმოჩენად". "მილუოკის" მისთვის ადგილი არ ჰქონდა, თუმცა, მან დაგვანახა, რომ ლიგაში ასპარეზობას აუცილებლად იმსახურებს. მისი სიმაღლის მიუხედავად, შეტევაში ჰიპერგანვითარებული მოთამაშეა, რომელსაც სამქულიანის სროლასთან ერთად, მანუს (ჯინობილი) მსგავსი გამთამაშებლის უნარები გააჩნია. თუ დაცვაში თამაშს კიდევ უფრო განავითარებს, მომდევნო წლების განმავლობაში ერთ-ერთ უძლიერეს კალათბურთელად ჩამოყალიბდება.

მანუ. ჯინობილი. საჭიროა დამატებით რამის თქმა?" - ოსკარ ბარკისი.

"წლის აღმოჩენის" გამოსავლენად ჩატარებულ გამოკითხვაში, სანდრო მამუკელაშვილმა ზაკ კოლინსი, კელდონ ჯონსონი, დევინ ვასელი და კეიტა ბატეს-დიოპი დაჩრდილა.

სხვა სტატიები