Belive

51 წლის ასაკში საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი გარდაიცვალა

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

51 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი, საქართველოს სამგზის ჩემპიონი, რუსთავის გუნდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კალათბურთელი რამაზ გოგობერიშვილი.

რამაზ გოგობერიშვილი 16 წლის ასაკში ჩაირიცხა თბილისის “დინამოს” დუბლებში, ხოლო შემდეგ წელს “დინამოს” ძირითად გუნდში საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის მატჩებში მიიღო მონაწილეობა.

დამოუკიდებელი საქართველოს ჩემპიონატში სამ კლუბში უთამაშია: რუსთავის “აზოტში”, ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდ „სტუსა“ და თბილისის “დინამოში”.

90–იან წლებში თამაშობდა საბერძნეთის “პაოკსა” და “მენტში”, ასევე გამოდიოდა პორტუგალიის უმაღლესი ლიგის კლუბ “ავეიროში”. 1998–2002 წლებში იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი. უთამაშია საბჭოთა კავშირის ასაკობრივ ნაკრებშიც.

კარიერის განმავლობაში რამაზ გოგობერიშვილი გახდა საქართველოს სამგზის ჩემპიონი, ორგზის თასისა და ორგზის სუპერთასის მფლობელი. დუდუ დადიანისა და ქორქია–საკანდელიძის მემორიალის სამგზის გამარჯვებული.