Belive

5-დან 5 მოგება და პირველი ადგილი ჯგუფში - საბერძნეთმა ესტონეთს 21 ქულით მოუგო

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

ევრობასკეტის C ჯგუფის დასკვნით ტურში საბერძნეთის ეროვნულმა ნაკრებმა ესტონეთი 21-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 90-69 დაამარცხა და ჯგუფური ეტაპი 5 გამარჯვებით დაასრულა.

კიდევ ერთი გამორჩეული მატჩი ჩაატარა ბერძნების სუპერვარსკვლავმა იანის ანტეტოკუმპომ, რომელმაც არასრულ 20 წუთში 25 ქულა, 5 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. იანისმა 9-დან 8 ორქულიანი, 1-დან 1 სამქულიანი და 7-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. 11 ქულა, 3 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 2 პასი იყო კოსტას სლუკასის ანგარიშზე.

ესტონეთის შემადგენლობაში 19 ქულითა და 2 მოხსნით სიიმ-სანდერ ვენე გამოირჩა.

საბერძნეთმა C ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. ამავე ჯგუფიდან პლეი-ოფში გასვლა ხორვატიამ, უკრაინამ და იტალიამ შეძლეს.

სხვა სტატიები