Belive

4:2 | მინესოტამ დენვერთან სერია დახურა და მომდევნო ეტაპზე გავიდა

1 საათის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის პლეი-ოფის პირველი რაუნდის მე-6 შეხვედრაში მინესოტა ტიმბერვულვზმა დენვერ ნაგეთსი 12-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 110:98 დაამარცხა და სერია 4:2 დახურა.

ტიმბერვულვზს 32 ქულით, 10 მოხსნით, 3 შედეგიანი გადაცემით, 2 ჩაჭრითა და 1 დაფარებით ჯეიდენ მაკდენიელსმა ულიდერა, დენვერის რიგებში კი 28 ქულით, 10 პასით, 9 მოხსნითა და 1 დაფარებით ნიკოლა იოკიჩი გამოირჩა.

მინესოტა დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე სან ანტონიო სპურსი იქნება.

რაც შეეხება მე-2 ნახევარფინალს, ოკლაჰომა ლეიკერსისა და ჰიუსტონს შორის გამარჯვებულს ელოდება, სადაც სერიაში ანგარიში 3:2-ია.