Belive

42-მილიონიანი კონტრაქტი - დემიენ ლილარდი პორტლენდში ბრუნდება

4 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის ვარსკვლავმა, დემიენ ლილარდმა, პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსთან 3-წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. 35 წლის უკანახაზელი სეზონში ხელფასის სახით 42 მილიონ დოლარს მიიღებს.

ცნობილი ინსაიდერი, შემს ჩარანია წერს, რომ ლილარდის გადაწყვეტილებაში დიდი როლი საკუთარ სახლში, 3 შვილთან ერთად ყოფნის სურვილმა ითამაშა.

,,ლილარდი 2025-2026 წლების სეზონს, აქილევსის მყესის გაწყვეტით მიღებული დაზიანების შემდეგ, სარეაბილიტაციოდ გამოიყენებს. თუმცა, პორტლენდში დაბრუნებას, სადაც მისი შვილები და ოჯახის წევრები ცხოვრობენ, მისთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. დემიენმა, შეთავაზება NBA-ის არაერთი გუნდისგან მიიღო.'' - შემს ჩარანია

ლილარდის კარიერა 2012 წელს სწორედ პორტლენდში დაიწყო, სადაც 2023 წლამდე თამაშობდა. დემიენმა ბოლო 2 სეზონი მილუოკიში გაატარა. გამთამაშებელი ბაქსში საშუალოდ 24,6 ქულას, 7 შედეგიან გადაცემასა და 4,5 მოხსნას აგროვებდა.

სხვა სტატიები