Belive

38 ქულა და 14 მოხსნა - გოგა ბითაძის გასაოცარი სტატისტიკა

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
"ინდიანა პეისერსის" ქართველმა ცენტრმა - გოგა ბითაძემ, "ინდიანას" G-ლიგის გუნდის მაისურით გასაოცარი მატჩი ჩაატარა. "ფორტ უეინისა" და "გრანდ რაპიდსის" დაპირისპირება მასპინძელთა გამარჯვებით, 131:127 დასრულდა. "ფორტ უეინის" გამარჯვებაში, 38 ქულითა და 14 მოხსნით ბითაძემ ლომის წვლილი დაიდო. აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდის შემადგენლობაში, ბითაძეზე შედეგიანი მხოლოდ აიზია ტომასი აღმოჩნდა (42).
267319312_5084949551526857_4167286905428865570_n

"გრანდ რაპიდსის" შემადგენლობაში გიორგი ბეჟანიშვილი ასპარეზობდა, რომელმაც 25 ქულა და 7 მოხსნა დააგროვა. ბეჟანიშვილის მხარდამხარ NBA-ს ვარსკვლავი - აიზია ტომასიც ვიხილეთ. ტომასმა ბითაძის გუნდის წინააღმდეგ 42 ქულა დააგროვა, თუმცა მისი გარჯა ამაო აღმოჩნდა.

სხვა სტატიები