დღეს, გამთენიისას, გიორგი ბეჟანიშვილის "გრანდ რაპიდსმა" "მოტორ სიტი" 96:94 დაამარცხა. ქართველმა კალათბურთელმა G ლიგაში საუკეთესო მატჩი ჩაატარა.
ბეჟანიშვილმა, რომელიც "დენვერ ნაგეთსის" სარეზერვო გუნდის წევრია, პარკეტზე გატარებულ 33 წუთში 22 ქულა ჩააგდო და 9 მოხსნა დააგროვა. გარდა ამისა, გიორგიმ 1 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა.
23 წლის ცენტრმა "მოტორ სიტისთან" 15-დან 10 ორქულიანი გამოიყენა და 2 საჯარიმო ჩააგდო.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ბეჟანიშვილს ავსტრიული პასპორტი აქვს, რის გამოც ის, ჯერჯერობით, საქართველოს ნაკრებში ვერ ითამაშებს.
2