Belive

2023 წლის საუკეთესო სერბ კალათბურთელად ბოგდან ბოგდანოვიჩი დასახელდა

3 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

სერბეთის კალათბურთის ფედერაციამ, ადგილობრივ ჟურნალისტებთან ერთად 2023 წლის საუკეთესო მოთამაშე აარჩია. საინტერესოა ის ფაქტი, რომ წლის საუკეთესო კალათბურთელად არა ნიკოლა იოკიჩი, არამედ ნაკრების კაპიტანი - ბოგდან ბოგდანოვიჩი დასახელდა.

ნიკოლა იოკიჩის NBA-ს ჩემპიონობისა და ფინალების MVP-ს ჯილდოს მიუხედავად, 2023 წლის საუკეთესო სერბი მოთამაშე ბოგდან ბოგდანოვიჩი გახდა.

ტრადიციულ გამოკითხვაში, რომელშიც 40 ადგილობრივი ჟურნალისტი მონაწილეობდა, ბოგდანოვიჩმა მოიპოვა 27 ხმა, აჯობა იოკიჩს, რომელმაც მხოლოდ 10 ხმა მიიღო.

ამ გადაწყვეტილების უპირველესი მიზეზი ბოგდან ბოგდანოვიჩის მსოფლიო ჩემპიონატზე განსაკუთრებულად კარგი თამაში და კაპიტნობა იყო, რომელმაც სერბეთის ნაკრებს 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოუპოვა. ამის საპირისპიროდ, იოკიჩმა აირჩია ტურნირის გამოტოვება ზაფხულში NBA-ს პირველი ჩემპიონობის შემდეგ.

"ყველას მადლობელი ვარ, მადლობა ფედერაციას და ჟურნალისტებს, რომლებმაც ამირჩიეს. ეს ჩემთვის დიდი პატივია. მოგესალმებით ყველას და შევხვდეთ ზაფხულში, პარიზის ოლიმპიადაზე..." - ბოგდან ბოგდანოვიჩი

ეროვნულ ნაკრებში წარმატებული კამპანიის შემდეგ, ბოგდანოვიჩი აგრძელებს გამორჩეულ სეზონს NBA-ში, მას თამაშში საშუალოდ 17,7 ქულა აქვს.

სხვა სტატიები