Belive

20 ქულა და 11 მოხსნა - ბეჟანიშვილის საუკეთესო მატჩი კანადაში

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

გიორგი ბეჟანიშვილმა კანადის ელიტური საკალათბურთო ლიგის (CEBL), რეგულარული სეზონის უკანასკნელ დაპირისპირებაში, კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა. "ნიუფაუნდლენდისა" და "გელფის" შეხვედრა მასპინძელთა მარცხით, 80:87 დასრულდა. სტუმარი გუნდის გამარჯვებაში 23 წლის ქართველმა ფორვარდმა ლომის წვლილი დაიდო. ბეჟანიშვილის აქტივში 20 ქულა და 11 მოხსნა დაგროვდა, რითიც ორივე გუნდის შემადგენლობაში გამორჩეული შედეგი დააფიქსირა და სრულიად დამსახურებულად მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი ორმაგი დუბლი, რომელიც ბეჟანიშვილმა კანადურ ლიგაში გაიფორმა.

სხვა სტატიები