18-წლამდე გოგონათა საკალათბურთო ნაკრები C დივიზიონის ჩემპიონი გახდა
1 წლის წინ
კალათბურთი
1 წთ
საქართველოს 18-წლამდე გოგონათა საკალათბურთო ნაკრებმა, ევრობასკეტის C დივიზიონი მოიგო. ქართველებმა ფინალში სომხეთის ნაკრები 63:60 დაამარცხეს.
ფინალში შესანიშნავი იყო სალომე სვანი, რომელმაც სომხებს 26 ქულა ჩაუგდო. 13 ქულა ჰქონდა ნიცა საბადაშვილს, ანა გელაშვილმა კი ჩვენს გუნდს 11 ქულა და 11 მოხსნა მოუტანა.
18-წლამდე გოგონათა ნაკრები, მომავალი წლის ევრობასკეტზე, ავტომატურად გადავა B დივიზიონში.