Belive

მთავარი არხი - თორნიკე შენგელიამ მოსკოვის ცსკა დატოვა

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ, მოსკოვის ,,ცსკა-ში'' თამაშზე უარი თქვა და რუსული გუნდი დატოვა. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს. გუშინ ქართველმა კალათბურთელმა სოციალურ ქსელში უკრაინის დროშა გამოაქვეყნა და დაწერა: ,,ვლოცულობ უკრაინისთვის! გამაგრდით!'' შენგელია ,,ცსკა-ში'' 2020 წელს ,,ბასკონიადან'' გადავიდა. ევროლიგის მიმდინარე სეზონში ფორვარდი საშუალოდ 12.7 ქულას, 4,7 მოხსნასა და 2.5 შედეგიან გადაცემას აგროვებს.

სხვა სტატიები