კარი: ,,კარგია რომ შობას ვთამაშობთ, თუმცა მე საშობაო მატჩებში თამაში არ მიყვარს''
2 წლის წინ
კალათბურთი
1 წთ
,,კარგია, რომ შობას ვთამაშობთ, რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი ვართ. თუმცა, პირადად მე საშობაო მატჩებში თამაში არ მიყვარს, რადგან ცუდად ვასპარეზობ. რაღაც მიზეზის გამო, შობას თამაში არ მიმდის, ამიტომ ამის გამოსწორებას ფინიქსთან ვეცდები,'' - კარის სიტყვებს San Francisco Chronicle ციტირებს.კარი საშობაო შეხვედრებში საშუალოდ 13,1 ქულას აგროვებს და მატჩიდან 30%-ით ისვრის (20% სამქულიანები). დღეს ტრადიციულად ხუთი საშობაო მატჩი გაიმართება:
- ნიუ იორკი - ატლანტა
- მილუოკი - ბოსტონი
- ფინიქსი - გოლდენ სტეიტი
- ლეიკერსი - ბრუკლინი
- იუტა - დალასი