Belive

ტენერიფემ გრან კანარიას მოუგო - შერმადინი მატჩის MVP გახდა

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ესპანეთის ACB ლიგის მე-11 ტურში ,,ტენერიფემ'' ,,გრან კანარიას'' უმასპინძლა და 9-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 98:89 დაამარცხა. გამორჩეული მატჩი ჩაატარა საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ,,ტენერიფეს'' ცენტრმა, გიორგი შერმადინმა, რომელმაც არასრულ 23 წუთში 25 ქულა, 10 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება მოაგროვა. შერმადინმა 7-დან 7 ორქულიანი და 13-დან 11 საჯარიმო ჩააგდო. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა 41 შეადგინა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი იყო. ,,ტენერიფე'' 8 მოგებითა და 3 მარცხით სატურნირო ცხრილის მესამე პოზიციაზეა და მხოლოდ მადრიდის ,,რეალსა'' და ,,ბარსელონას'' ჩამორჩება. შერმადინის გუნდი მომდევნო შეხვედრას 4 დეკემბერს, ,,მანრესას'' წინააღმდეგ გამართავს.

გიორგი შერმადინის მომენტები გუშინდელ მატჩში:

სხვა სტატიები