Belive

13 წლის კალათბურთელი 2.09 სმ. სიმაღლის | მოჰამედი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

მსოფლიო კალათბურთში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ახალგაზრდა მოთამაშე გამოჩნდა, ეს მოჰამედ დაბონია. ამომავალი ვარსკვლავი უცხოური მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა და მას ზედმეტსახელიც კი შეურჩიეს, კალათბურთელი თავისი მონაცემებით ძალიან ჰგავს ევროპელ ვარსკვლავებს ვიქტორ ვემბანიამას და იანის ანტეტოკუნმპოს, ამიტომ მას ვემბი ანტეტოკუნმპო შეარქვეს.

მოჰამედი წარმოშობით ბურკინა ფასოდანაა და მისი ასაკი 13 წლისაა, ყველაზე მეტად საზოგადების ყურადღება იმ ფაქტმა მიიპყრო, რომ აღნიშნულ ასაკში მისი სიმაღლე 2.09 სმ-ია. ახალგაზრდა მოთამაშე ბარსელონას 18-წლამდელებში თამაშობს, მისი ასაკი კი ბევრად ჩამოუვარდება, როგორც მოწინააღმდეგე ასევე თანაგუნდელების ასაკს.

NBA Draft Room კალათბურთელის შესახებ წერს:

დაბონე უკვე 2.09 სმ. სიმაღლისაა. სულ რაღაც 13 წლის ასაკში ის ამჟამად 18-წლამდელთა საკალათბურთო კლუბ ბარსელონაში თამაშობს. მოჰამედი თამაშობს მოთამაშეებთან, რომლებიც საკმარისად დიდები არიან NBA-ში მოსახვედრად, თუმცა ის მხოლოდ საშუალო სკოლის მოსწავლის ასაკისაა.

უნდა ითქვას, რომ მისი რეალური ასაკის შესახებ გარკვეული ვარაუდები არსებობს (ის 2023 წლის ტურნირზე 16 წლის იყო), მაგრამ თუ ის მართლაც 2011 წელს დაიბადა, საოცარი პერსპექტივის მოთამაშეა, ვინც კი ოდესმე გვინახავს მის ასაკთან შედარებით. ნებისმიერ შემთხვევაში, მისი აღნაგობა, თუნდაც 16 წლის მოზარდისთვის, განსაცვიფრებელია. - NBA Draft Room