Belive

ჩეხეთის MMA ღონისძიებაზე მებრძოლმა მეტოქეს ყურზე უკბინა | VIDEO

1 წთ

ჩეხეთში MMA ღონისძიება გაიმართა, სადაც ერთმანეთს მძიმეწონოსანი მებრძოლი პავოლ ვასკო და ვაცლავ მიკულაშეკი დაუპირისპირდნენ. ბრძოლის მიმდინარეობისას უცნაური რამ მოხდა, პავოლმა მოწინააღმდეგეს ყურზე უკბინა და დაპირისპირება მაშინვე შეჩერდა და სამედიცინო დახმარების ჩარევა გახდა საჭირო.

აღნიშნული ბრძოლა ასე მარტივად არ დასრულებულა, ბრძოლის შემდეგ დაძაბულობა გალიის მიღმა გამწვავდა და რამდენიმე ადამიანი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდა, საბოლოოდ დაცვამ სიტუაცია განმუხტა.

გამართული ბრძოლიდან მალევე, სოციალურ ქსელში მიკულაშეკმა პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ადასტურებს, რომ ყურზე მკურნალობს.

View this post on Instagram

A post shared by Václav baba Jaga Mikulášek (@vasek_babajaga_mikulasek)