Belive

ვანო კარკაძე კარიერას მონპელიეში გააგრძელებს

2 წლის წინ რაგბი
1 წთ

საქართველოს ნაკრების მორაგბემ, ვანო კარკაძემ ,,ბრივი'' დატოვა და კარიერას ,,მონპელიეში'' გააგრძელებს.

ლაშა მაჭარაშვილთან, ლუკა ჯაფარიძესთან და ლუკა კოტორაშვილთან (ესპუარები) ერთად, კარკაძე მეოთხე ქართველია, რომელიც ,,მონპელიეში'' ითამაშებს.

,,მონპელიემ'' Top 14-ის გასული სეზონი მე-11 პოზიციაზე დაასრულა, ,,ბრივი'' კი ბოლო ადგილზე გავიდა და Pro D2-ში დაქვეითდა.

სხვა სტატიები