რაგბი ევროპა | ისტორია დაწერილია - გერმანიამ რუმინეთი დაამარცხა
1 დღის წინ
რაგბი
1 წთ
რაც შეუძლებელია საქართველოსთან, ის შესაძლებელია რუმინეთთან - რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში უდიდესი სენსაცია დაფიქსირდა.
გერმანიის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა დაძაბულ ბრძოლაში რუმინეთი დაამარცხა (30:24) რაც ისტორიაში მანამდე მხოლოდ ერთხელ მომხდარა.
What a game this one was! Germany stuns Romania and gets a massive win in Heidleberg 🔥 pic.twitter.com/c1XmSsNTzq
— Rugby Europe (@rugby_europe) February 8, 2026
ჰაიდელბერგში დაფიქსირებული ეს ისტორიული შედეგი იმ გარემოებითაცაა გამორჩეული, რომ მატჩს სრულიად ქართული სამსაჯო ბრიგადა ემსახურებოდა.
გერმანიისა და რუმინეთის მატჩის მთავარი მსაჯი საბა მახარაძე გახლდათ, რომელსაც კიდიდან საბა აბულაშვილი და მარიამ გოგუაძე ეხმარებოდნენ. რაც შეეხება TMO-ს, ვიდეო რეფერის მოვალეობას იოსებ ჯაფარიძე ასრულებდა.