ამაშუკელი სამხრეთ აფრიკის და ახალი ზელანდიის მატჩს ავადმყოფობის გამო ვერ განსჯის
1 საათის წინ
რაგბი
1 წთ
ნიკა ამაშუკელი „რაგბის უდიდესი მეტოქეობის“ სერიის მესამე ტესტ-მატჩს განსჯის.
ქართველი მსაჯი ავადმყოფობის გამო ამ შაბათ-კვირას კეიპტაუნში გასამართ სამხრეთ აფრიკისა და ახალი ზელანდიის ნაკრებების შეხვედრას ვერ იმსაჯებს.
განახლებული დანიშვნის მიხედვით, ამაშუკელი ორი გრანდის მესამე დაპირისპირების მთავარი მსაჯი იქნება, რომელიც 5 სექტემბერს იოჰანესბურგში გაიმართება. მის ასისტენტებად ანგუს გარდნერი და კრისტოფ რიდლი იქნებიან.
წყარო: georgianrugby